ხარკოვში ისევ ძლიერი აფეთქებების ხმა ისმის. რამდენიმე წუთის წინ ოკუპანტებმა მორიგი საჰაერო დარტყმა ქალაქის ცენტრში მდებარე პოლიციის სამმართველოზე განახორციელეს.
დაბომბვის შედეგად რეგიონული პოლიციის შენობა ცეცხლის ალშია გახვეული. ოკუპანტების მიერ გასროლილი ჭურვები დაეცა პოლიციის გვერდით არსებულ ხარკოვის ნაციონალური უნივერსიტეტის შენობასაც. ვრცელდება ინფორმაცია, რომ თავდასხმისას შენობაში სტუდენტები იმყოფებოდნენ, თუმცა ჯერჯერობით ეს ოფიციალურად დადასტურებული არ არის.
ცნობისთვის, რუსები თავს დაესხნენ ხარკოვის სამხედრო ჰოსპიტალსაც, თუმცა პოლიციის უფროსის ინფორმაციით, ამ დროისთვის სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.