პუტინი უკრაინის ხელში ჩაგდებას სამ დღეში ელოდებოდა - რუსი ტყვე 

გამოქვეყნდა:

რუსი სამხედრო, რომელი უკრაინელებს ნებაყოფლობით ჩაბარდა, ამბობს, რომ პუტინი უკრაინის აღებას სამ დღეში გეგმავდა. ამის შესახებ უკრაინული მედია ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურზე დაყრდნობით წერს და რუსი სამხედროს ვიდეოსაც ავრცელებს.

ის ამბობს, რომ ნებაყოფლობით ჩაბარდა და უკრაინელებისგან სამედიცინო დახმარებაც მიიღო - "ჩვენ გვითხრეს, რომ სამ დღეში ბანაკში უნდა დავბრუნებულიყავით", - ამბობს ის.

მისივე თქმით, სამხედროებს ტელეფონები და საბუთები წაართვეს. გარდა ამისა ის ამბობს, რომ ომის მეორე დღეს საბრძოლო მანქანა გაუფუჭდა, რუსული ჯარის კოლონამ კი დახმარებაზე უარი უთხრა - "რუსები ჯერ მიიმალნენ, შემდეგ კი ტერიტორიულ დაცვას ჩაბარდნენ" - ამბობს ტყვე და რუს სამხედროებს ურჩევს დანებდნენ და გააპროტესტონ ომი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი