მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი, ნიკა გვარამია რუსთავის ციხეში მომხდარს ეხმაურება, რა დროსაც ბადრაგი მიხეილ სააკაშვილის ადვოკატს ფიზიკურად დაუპირისპირდა. ბადრაგმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მესამე პრეზიდენტსაც.
ნიკა გვარამია მოითხოვს, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა და ის კანონის შესაბამისად დაისაჯოს:
"რუსთავის ციხის ბადრაგმა ადვოკატ შოთა თუთბერიძესთან აგინა მიხეილ სააკაშვილს, რის გამოც მიიღო შესაბამისი პასუხი. ბადრაგმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ადვოკატს და სხვა ბადრაგებმა გაარიდეს დანაშაულის (სწორედ, დანაშაულის) ჩადენის ადგილს.
გამოვაქვეყნეთ ამის ამსახველი აუდიომასალაც.
კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოქვეყნდეს ბადრაგის ვინაობა, ვიდეომასალა, და ეს ნაძირალა დაისაჯოს კანონის სრული სიმკაცრით!
ამას რომ ადვოკატს საჯაროდ გაუკეთებ, ადვილი წარმოსადგენია, როგორი საფრთხის ქვეშაა პრეზიდენტი სააკაშვილი",- წერს ნიკა გვარამია.