გიორგი გაბუნიას წინააღდეგ გაგეგმილი მკვლელობა - ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, რომ ფაქტი ხელისუფლების სასარგებლოდ, წინასაარჩევნოდ იყოს დაგეგმილი. "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, რომან გოცირიძე ეჭვობს, რომ საქმეში შესაძლოა, რუსეთის სპეცსამსახურების ხელი ერიოს.
არ არის გამორიცხული, რომ ეს იყო წინასაარჩევნოდ დაგეგმილი ტერაქტი, ისევე, როგორც "ქართულ ოცნებას" მიართვა საჩუქრად ციხის კადრები რუსეთის სპეცსამსახურმა. ისევე, როგორც რაფალიანცის მკვლელობა და წინასაარჩევანოდ არც იმას გამოვრიცხავ, რომ ოპოზიციასაც კი დაბრალებოდა, - აცხადებს რომან გოცირიძე.
საქმის ობიექტური გამოძების იმედი არ აქვს "ევროპული საქართველოს" გენერალურ მდივანს, გიგი უგულავას. მისი შეფასებით, ხელისუფლება პოლიტიკურ ოპონენტებს და მათ მხარდამჭერებს მეორეხარისხოვან მოქალაქეებად მიიჩნევს, შესაბამისად, გამოძიების შედეგებითაც ნაკლებად ინტერესდება.
ეს ხელისუფლება, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტს ეხება საქმე, იძიებს საქმეებს ისე, თითქოს მეორე ხარისხოვან მოქალაქეებს ეხება...ეს არის პრობლემა. ანუ, თუ ვიღაცა ოპოზიციისკენ არის, ის მეორეხარისხოვანი მოქალაქეა და იმის მიმართ გამოძიება და იმის საქმის გარშემო შეიძლება იყოს მიფუჩეჩებული ისევე, როგორც მოხდა გივი თარგამაძის შემთხვევაში, - განაცხადა უგულავამ.
საქმის გამოძების მნიშვნელობაზე საუბრობს პარლამენტის დამოიკუდებელი დეპუტატი ეკა ბესელიაც. ბესელიას თქმით, აუცილებელია საქმის გამოძებაში იმ ქვეყნების სამართალდაცავი ორგანოები ჩაერთონ, რომელტაც აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაცია გააჩნიათ.
ეს იმდენად მნიშნელოვანია თემაა, რომ აუცილებელია, პირველი, გაკეთდეს საკმარისად გასაგები განმარტება არა მხოლოდ პიროვნების იდენტიფიკაციის და მისი დაკავების დადასტურების შესახებ, არამედ, რა არის ის შესაძლო დანაშაული, რომლის აღკევთა მოხდა ამ პირის დაკავებით და მეორე, აუცილებელია ითანამშრომლოს საქართველოს შესაბამისმა სამსახურებმა იმ ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებთან, ვისაც მეტი ინფორმაცია აქვს ამ თემასთან დაკავშირებით, - ამბობს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია.
მმართველი გუნდი კი, გიორგი გაბუნიას მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს და ამბობს, რომ პუტინის გინება იმ თავითვე საფრთხის შემცველი იყო, რადგან რუსეთი ქვეყანაში დესტაბილიზაციის გამოწვევის შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებდა. ხელისუფლების წარმომადგენლები არ გამორიცხავენ, რომ დესტაბილიზაცია სწორედ ოპოზიციის ინტერესებს უკავშრდებოდეს. ისინი სუს-ს დროული რეაგირებისთვის მადლობას უხდიან.
ეს კრიმინალური დანაშაული მნიშვნელოვან წილად უნდა მომსახურებოდა გარკვეული დესტაბილიზაციის შექმნას საქართველოშ, რომ იქ რუსული თემა წამოიწეოდა, იქ გაბუნიას მიმართ კრიტიკული გამონათქვამებიც ბევრი წამოვიდოდა მარცხნოდან, მარჯვნიდან და შემდეგ დასკვნებიც აბსოლუტურად არ ეზარება ჩვენი ოპონენტების გარკვეულ ჯგუფს, - აცხადებს "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი, გია ვოლსკი.
დანაშაულის დროულად აღკვეთისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს განსაკუთრებულ მადლობას უხდის პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძეც. ამასთან დაკავშირებით ის პოსტს "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე აქვეყნებს. თალაკვაძე წერს, რომ ჟურნალისტის მიმართ ნებისმიერი სახის ანგარიშსწორება და თავდასხმა მიუღებელია.