"ქართული ოცნები" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით, საქართველოს მთავრობა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს დაჩქარებულ წესით ამზადებს და მას 3 მარტს ევროკავშირის სტრუქტურებს გადაუგზავნის.
"საერთო პოლიტიკური კონტექსტისა და ახალი რეალობის გათვალისწინებით, პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებთან და პირველ რიგში, პრემიერმინისტრთან კონსულტაციების საფუძველზე, ქართულ ოცნების პოლიტიკურმა გუნდა მიიღო პოლიტიკურ გადაწყვეტილება, განაცხადი ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მისაღებად დაუყოვნებლივ წარედგინოს. საქართველოს მთავრობა პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, უკვე დაჩქარებული წესით ამზადებს განაცხადს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად, რომელიც ევროკავშირის სტრუქტურებს ხვალ ოფიციალურად წარედგინებათ",-თქვა კობახიძემ.