
ვითხოვთ, დაუყოვნებლივ მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გაყვანა ქვეყნიდან - განცხადება ამის შესახებ ენმ-ს ოფისში რამდენიმე წუთის წინ გააკეთეს. მთავარ ოპოზიცურ პარტიაში რუსთავის მე-12 ციხეში, დღეს მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურნენ, როდესაც მესამე პრეზიდენტის ადვოკატს ბადრაგი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.
ენმ-ში ამბობენ, რომ კიდევ ერთხელ დასტურდება რამხელა საფრთხის წინაშეა მიხეილ სააკაშვილის უსაფრთხოება, სიცოცხლე და ჯანმრთელობა. ამიტომ მოითხოვენ, ის გადაეცეს უკრაინას, როგორც იმ ქვეყნის მოქალაქე, ან პოლონეთს:
"დაუყოვნებლივ, სასწრაფოდ მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გაყვანა უკრაინაში, ან პოლონეთში, სააკაშვილის ამ პირობებში ყოფნა ნიშნავს განგრძობით წამებას" - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
გარდა ამისა, ენმ ითხოვს გამოვლინდეს და დაისაჯოს მოძალადე ბადრაგი, რომელიც დღეს ადვოკატ შოთა თუთბერიძეს დაესხა თავს.
იხილეთ ასევე: