
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე ქუთაისში პროფესორ-მასწავლებლებს შეხვდა. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა განათლების სფეროში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინა.
პედაგოგების თქმით, მიზერულ თანხაზე ხელისუფლებისგან დაუფასებლად მუშაობენ. გრიგოლ ვაშაძის თქმით, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განათლების სფეროში ძირეული ცვლილებები გატარდება.
რა პროგრამაც უნდა გქონდეს, ეს უნდა იყოს დაფუძნებული 21-ე საუკუნის შესაბამის განათლებაზე და ყველა პედაგოგს უნდა გავუფრთხილდეთ თვალის ჩინივით, რადგან ამ ადამიანებზე არის დღეს ჩამოყალიბებული პროფესიონალის გაზრდა და მოქალაქის გაზრდა, - აცხადებს გრიგოლ ვაშაძე.
მისი თქმით, თუ სახელმწიფო პედაგოგებს არ გაუფრთხილდება და ისინი ქვეყნიდან წასვლას განაგრძობენ, საქართველოს განათლების დონე მე-19 საუკუნეში ჩარჩება.