რუსი ოლიგარქი, ლონდონის "ჩელსის" მფლობელი რომან აბრამოვიჩი კლუბს ყიდის. ამბობს, რომ კლუბის გაყიდვით მიღებული თანხა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაზარალებულ ადამიანებს გადაერიცხებათ.
აბრამოვიჩის თქმით, გადაწყვეტილება კლუბის "საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე" მიიღო. მანვე აღნიშნა, რომ ეს მისთვის მძიმე გადაწყვეტილებაა.
ბიზნესმენმა კლუბის გაყიდვის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დიდი ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა მთავრობას მოუწოდა, რომ მას სანქციები დაუწესდეს.
აბრამოვიჩს რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან ახლო კავშირებში ადანაშაულებენ. მისი თქმით, კლუბის გაყიდვის პროცესი საჭირო პროცედურების დაცვით წარიმართება.