ლაშა ჩხარტიშვილი ტურიზმის სფეროში დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს

გამოქვეყნდა:

შიდა ტურიზმის გახსნის ფონზე საქართველოს მთავრობა მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს მკაცრ რეგულაციებს უწესებს, რამაც შეიძლება მათი გაკოტრება გამოიწვიოს.

„ლეიბორისტულ პარტიაში“ ამბობენ, რომ ხელისუფლება სფეროს მონოპოლიზაციას ცდილობს. ტურისტულ ტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობაზე დაწესებული შეზღუდვების გამო კი, გიდები და თვითდასაქმებულები შემოსავლის გარეშე რჩებიან.

ლაშა ჩხარტიშვილი ტურისტული მიკროავტობუსებით მგზავრთა გადაყვანაზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვს.

თუ ეს რეგულაციები არ გაუქმდა, ორჯერ გაძვირდება მოგზაურობა და კომპანიების 80% მაინც გაკოტრდება და საბოლოო ჯამში მათ ჩაანაცვლებს ხელისუფლების წარმომადგენელთა კომპანიები, - ამბობს ჩხარტიშვილი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი