ოკუპანტები ენერგოდარის ხელმძღვანელობას სთხოვდნენ, ქალაქში შეეშვათ, რომ ატომურ სადგურთან სურათები გადაეღოთ - პეტრა კოტინა

გამოქვეყნდა:

ქალაქ ენერგოდარის ატომური სადგურის ხელმძღვანელის, პეტრა კოტინას თქმით, რუსი სამხედროები მათ ქალაქში შეშვებას და ატომურ სადგურთან სურათების გადაღებას სთხოვდნენ, მიზეზად კი მეთაურების ბრძანებას ასახელებდნენ.

ის მადლობას უხდის ენერგოდარის მოსახლეობას, რომელმაც ოკუპანტების ჯარს ქალაქში შესვლის შესაძლებლობა არ მისცა.

"რუსმა ოკუპანტებმა ქალაქ ენერგოდარის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართეს, ქალაქში შეეშვათ და ატომურ სადგურთან სურათებით გადაეღოთ. ამის მიზეზად მეთაურის მეთაურის ბრძანება დაასახელეს. რუს ჯარისკაცებს ეს სურათები მეთაურებისთვის გასაგზავნად სჭირდებოდათ, რადგან ბრძანება აქვთ, ქალაქი აიღონ და პოზიციები გაამაგრონ. მადლობა ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს. გუშინ რამდენიმე ათასი ადამიანი ქუჩაში გამოვიდა, ბლოკპოსტები დადგეს, გზა გადაკეტეს და მტერს შემოსვლის საშუალება არ მისცეს. ისინი ნამდვილი გმირები არიან", - თქვა ატომურის სადგურის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტები გუშინ დილით უკრაინის ქალაქ ენერგოდარს მიადგნენ, სადაც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს, თუმცა ადგილობრივებმა ისინი ქალაქში არ შეუშვეს.​ ატომური სადგურის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა გზაზე გავიდნენ და ბარიკადები განალაგეს, რათა სამხედროებისთვის წინ წასვლის საშუალება არ მიეცათ. ოკუპანტებთან საუბრის შემდეგ ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოახერხეს და აიძულეს კოლონა, უკან მიბრუნებულიყო, თუმცა საღამოს ისინი კვლავ დაბრუნდნენ მშვიდობიან მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნეს. თავდასხმის მიუხედავად, ქალაქი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი