
"ქართული ოცნება" არ გამორიცხავს პრეზიდენტის მოსმენა პარლამენტში 5 მარტს არ გაიმართოს და გადაიდოს:
"შეიძლება პარლამენტში პრეზიდენტის გამოსვლის თარიღი გადაწეული იყოს. განსახილველია საკითხი. პირადად ამ განხილვებში ჩართვა ვერ მოვასწარი, მაგრამ უახლოეს პერიოდში გვეცოდინება ამასთან დაკავშირებით. არ ვიცი, იქნება თუ არა გამოსვლა - გადავწყვეტთ. თუ სხვა გადაწყვეტილების მიღების წინაპირობა არსებობს, ამ თემაზე უნდა ვიმსჯელოთ - ყველაფერი შეიძლება, არ ვიცი, ვნახოთ", - განაცხადა გია ვოლსკიმ.
სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაციამ საკანონმდებლო ორგანოს გუშინ, 2 მარტს აცნობა, რომ პრეზიდენტი წლიური მოხსენებით პარლამენტში 5 მარტს წარდგება.