ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნას კიდევ ერთი კონგრესმენი შეუერთდა. დოკუმენტს ხელი რესპუბლიკელმა მაიკლ კონავეიმ მოაწერა, რომელიც სამხედრო და საგამოძიებო კომიტეტების წევრია.
მაიკლ კონავეი უკვე მე-11-ე კონგრესმენია, რომელიც მარკვეინ მალენის მიერ, 2019 წელს შემუშავებულ “საქართველოს სამართლიანი ბიზნესპრაქტიკის სანქციების აქტს” შეუერთდა.
ახალ ხელმოწერას გამოხმაურებები უკვე მოჰყვა თბილისში. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის მზარდი ტენდენცია, რომლეიც პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილისთვისაა სახიფათო და სავარაუდოდ სანქციების დაწესების მომხრეთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. გარდა ამისა, ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ამ ყველფრით ქვეყანაც ზიანდება:
პოლიტიკური ფონი შეიქმნა ისეთი, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება არის დღის წესრიგში დამდგარი და სულ უფრო მეტი კანონმდებელი ჩათვლის, რომ ამ აქტთან მიერთება და ხელმოწერა არის მიზანშეწონილი - ამბობს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი.
საქართველოს ინტერესია, რომ კონგრესში რეგისტრირდებოდეს სანქციები არა საქარველოს ხელისუფლების წევრების წინააღმდეგ, არამედ ოკუპაციის კონტექსტში რეგისტრირდებოდეს. სამწუხაროდ ისეთ კონდიციაზე მიიყვანა ქართულმა ოცნებამ რეალობა, რომ ასეთი განწყობა ჩამოყალიბდა" - ამბობს "ევროპული საქარველოს" წევრი გიორგი კანდელაკი
სანქციების საკითხს "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატი, გედევან ფოხაძეც ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პროპორციული არჩევნების დაპირებით და შემდეგ მისი ჩაგდებით, საერთაშორისო ნდობა დაკარგა და ამ ნდობის აღდგენა ახლა ძალიან რთულია:
ეს არის ძალიან ცუდი პროცესი და საგარეო უწყება უნდა გრძნობდეს პასუხისმგრბლობას. როცა საერთაშორიოს პარტნიორებს არწმუნებ, რომ ქვეყანას დემოკრატიული განვითარების გზით წარმართავ და შემდეგ ეს დაპირებები რჩება დაპირებებად" - ამბობს ფოფხაძე
კონგრესმენების მიერ ხელმოწრილი დოკუმენტი ივანიშივლისა და მისი გარემოცვის წინააღმდეგ ფინანსური და სამოგზაურო სანქციების დაწესებას ითვალისწინებს. სანქციათა პაკეტს ამერიკის კონგრესში, ორპარტიული მხარდაჭერა აქვს.