როდესაც საქართველოს მთავრობა მოხალისეებს არ უშვებს უკრაინაში და არ უერთდება სანქციებს, EU-ს წევრობაზე განაცხადი "მორალს მოკლებულია" - იუკნევიჩიენე

გამოქვეყნდა:

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენე თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს მთავრობა მოხალისეებს არ უშვებს უკრაინაში და არ უერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი "მორალს მოკლებულია" - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ფორმულას ეთერში ისაუბრა.

"როდესაც უკრაინელები იბრძვიან და საქართველოს მთავრობა არ აძლევს საშუალებას საქართველოს მოქალაქეებს უკრაინაში წავიდნენ მოხალისეებად და როდესაც ისინი უარყოფენ სანქციებს, არ უერთდებიან სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამავე დროს, ისინი ცდილობენ, რომ გახდნენ ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ეს ჩემთვის მორალს არის მოკლებული", - განაცხადა რასა იუკნევიჩიენემ 

შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადს საქართველო დღეს, 3 მარტს წარადგენს.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი