"მხოლოდ ორჯერ ეჭირა ავტომატი,ფოტოს იღებდა... რა უნდოდა ომში?!" - დაღუპული რუსი სამხედროს დედა

გამოქვეყნდა:

"მხოლოდ ორჯერ ეჭირა ავტომატი,ფოტოს იღებდა... რა უნდოდა ომში?!" - სოციალურ ქსელში, საოკუპაციო ჯარის რიგითის, მაქსიმ ხანიგოვის დედის ინტერვიუ ვრცელდება, სადაც ქალი ყვება, რომ მისი 22 წლის შვილი ომში მოტყუებით წაიყვანეს.

23 თებერვალს სატელეფონო საუბრისას კი შვილისგან გაიგო, რომ ის სამხედრო წვრთნებზე მიდიოდა და ტელეფონს წაართმევდნენ.  

25 თებერვალს დედამ შვილს დაბადების დღის მისალოცად დაურეკა. რამდენიმე საათში სამხედრო კომისრისგან გაიგო, რომ მაქსიმ ხანიგოვი დაიღუპა.

რუსი დედები საკუთარ შვილებს, ცხედრების გარეშე გლოვობენ, რადგან რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, გარდაცვლილი ჯარისკაცების გადასვენებაზე უარს ამბობს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი