მსოფლიო ბრენდების პროტესტი რუსეთს - სანქციებმა ეკონომიკა კოლაფსამდე მიიყვანა

გამოქვეყნდა:

სანქციებისა და მსოფლიო ბრენდების პროტესტის კატასტროფული შედეგი. რუსული ეკონომიკა ნგრევის ზღვარზეა.

უკვე მეოთხე დღეა, მოსკოვის საფონდო ბირჟა დახურულია, რუბლი კი სულ უფრო დაბლა იწევს. მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებულმა შეზღუდვებმა მალე ქვეყანა შესაძლოა დეფოლტამდე მიიყვანოს და ამის ალბათობას საერთაშორისო ექსპერტები არ გამორიცხავენ.

მათი პროგნოზით, უმძიმეს საბანკო კრიზისამდე თვეზე ნაკლები რჩება.

იმის გათვალისწინებით, რომ დასავლეთმა კიდევ უფრო დაამძიმა სანქციები და რუსეთში ევროპული ვალუტა სრულად აკრძალა მოახლოებული კრიზისი, რომელიც უკვე აისახა რუსეთის ყველაზე მდიდარ ფენაზე ამჯერად უპრეცენდენტო იქნება.
 

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი