დევნილთა ნაკადი საქართველოს მიმართულებით სულ უფრო იზრდება. ძირითადად რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც პუტინის რეჟიმს გაურბიან, ახალ საცხოვრებელ ადგილად საქართველოს ირჩევენ. ჩამოსვლისთანავე მთავარი აქტიურობის სფერო უძრავი ქონება ხდება. ბაზრის ანალიტიკოსები ადასტურებენ, რომ ბოლო დღეებში ქონების შეძენისა და ქირაობის გარიგებების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. თავად რუსეთიდან დევნილები კი ანონიმურობას არჩევენ და ინტერვიუსაც ვინაობის გაუმჟღავნებლობის სანაცვლოდ იძლევიან.