სოლიდარობა უკრაინას - "მთავარი არხისა" და "სხვა ნანუკას" მარათონში 742 ათასი ლარი შეგროვდა

გამოქვეყნდა:

უპრეცენდენტო ერთიანობა და სოლიდარობა უკრაინელ ხალხს - "მთავარი არხისა" და "სხვა ნანუკას" მარათონმა კიდევ ერთხელ გააერთიანა საქართველოს მოსახლეობა და წარმოუდგენელ შედეგსაც მიაღწია.

742 ათასი ლარი, სწორედ ეს თანხაა ამ ეტაპზე ანგარიშზე, თანხის ჩარიცხვა კი ისევ გრძელდება. ომის მსხვერპლთა დასახმარებლად თანხა ჯერ კიდევ ირიცხება.  

გუშინ "სხვა ნანუკას" გადაცემაში, 742 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. მსხვილი კომპანიების გარდა თანხის ძირითადი ნაწილი, რიგითი მაყურებლის შემოწირულობით შეგროვდა, რომლებიც მოძმე ერის დასახმარებლად მინიმალურ თანხას, 1 და 2 ლარს რიცხავდა.

თანხას რიცხავდნენ ემიგრანტებიც, მათი მხრიდან გაღებული შემოწირულობა კი, მარათონის განმავლობაში შეგროვებულ თანხას დაემატება და სპეციალურ ფონდში გადაირიცხება, ომში მყოფი უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი