როგორც მითხრეს საშინელება ხდება, მთელი უკრაინის მაშტაბით - წერს საპატრიარქოს პრესსპიკერი ანდრია ჯაღმაიძე, თუმცა ვინ არის ამ უბედურების ავტორი, ამაზე არაფერს ამბობს. ჯაღმაიძე თავის სტატუსში რუსეთს არ ახსენებს:
"გარდა იმ უბედურებისა, რასაც ვუცქერთ, მიმდინარეობს მასიური მოროდიორობა, ყაჩაღობა და მკვლელობები, დაძრწიან გაურკვეველი წარმომავლობის შეიარაღებული ჯგუფები და არის სრული განუკითხაობა.
პ.ს. ეს არის მხოლოდ ინფორმაცია, თუ იქნება ვინმეს მიმართ შეურაცხმყოფელი კომენტარები, დაიბლოკება და კომენტარი წაიშლება.
მოროდიორობა ყველა ომის თანმდევი გვერდითი მოვლენაა, საქართველოს ახსოვს ეს." წერს ჯაღმაიძე