ვესაუბრე სალომე ზურაბიშვილს, რომ მადლობა გადამეხადა უკრაინისადმი ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის - ბლინკენი

გამოქვეყნდა:

​შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი Twitter-ზე წერს, რომ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მან პრეზიდენტსა და ქართველ ხალხს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ბლინკენი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ:

"ვესაუბრე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, იმისთვის რომ მადლობა გადამეხადა უკრაინისადმი ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის და ხაზი გამესვა აშშ-ს მტკიცე ერთგულებაზე როგორც უკრაინის, ასევე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ",- წერს ენტონი ბლინკენი.

ამავე თემაზე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი