რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. დაბომბვის შედეგად სადგურზე ხანძარი გაჩნდა.
სადგურის თანამშრომლების ინფორმაციით, არსებობს რეალური ატომური საფრთხე. მათივე ცნობით, დაზიანებულია პირველი ენერგობლოკი.
ოკუპანტებმა მეხანძრეებს ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა მხოლოდ 2 საათის შემდეგ მისცეს.
რადიაციული ფონის გაზრდის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.