
ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარე მარიამ ჯაში 2020 წლის არჩევნების თარიღთან დაკავშირებით საკუთარ ვერსიას გამოქთვამს. ჯაში ამბობს, რომ არჩევნებისთვის საუკეთეო დრო გვიანი გაზაფხული, ზაფხულის დასაწისი, ან საპარლამენტო არჩევნების ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან გაერთიანება იქნებოდა.
ჯაშის თქმით, ის, როგორც ჯანდაცვის ექსპერტი, ვარაუდობს, რომ პანდემიის მეორე ტალღის გამო საარჩევნო გარემო თანაბარ პირობებში ვერ ჩაივლის, გარდა ამისა, არ არის გამორიცხული საჭირო გახდეს უბნების იზოლირება ან დაკეტვა, რაც კიდევ უფრო მეტ კითხვის ნიშანს გააჩენს.
შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ორ ტალღას შორის პერიოდი, თუნდაც, დეკემბერი ამ შემთხვევაში, შეიძლება იყოს გონივრული, მაგრამ ზამთარი ყოველთვის არის მძიმე რესპირატორული ინფექციებიდან გამომდინარე, საუკეთესო ვარიანტი იქნებოდა გვიანი გაზაფხული, ან ზაფხულის დასაწყისი, ან ოპტიმალური შეიძლება ყოფილიყო საერთოდ, რადგან მომავალ წელს იგეგმება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, გაერთიანება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრება"- განაცხადა ჯაშმა.
მისი თქმით, ვადის გადაწევასთან დაკავშირებით მმართველმა გუნდა გადაწყვეტილება ერთპიროვნულად არ უნდა მიიღოს და კონსულტაციებში საერთაშორისო პარტნიორებიც უნდა ჩაერთონ.