
"ქართულმა ოცნებამ" ხვალ, 5 მარტს, პარლამენტში პრეზიდენტის მოხსენების მოსმენას მხარი არ დაუჭირა. გადაწყვეტილება ბიუროს სხდომაზე ცოტა ხნის წინ მიიღეს.
სხდომა კამათის შემდეგ ოპოზიციის დეპუტატებმა დატოვეს.
ბიუროზე "ოცნების" დეპუტატმა მამუკა მდინარაძემ თქვა, რომ პრეზიდენტის მოხსენება "საჩქარო თემა არ იყო".
"არ ვაპირებ დავაკნინო პრეზიდენტის ანგარიშის როლი, მაგრამ მიმდინარე საკითხები გაცილებით აქტუალურია და ვფიქრობთ, რომ ანგარიშის წარდგენის დროში აქ დასაჩქარებელი არაფერია", - თქვა მან.
მისივე თქმით, "შაბათ დღეს კვორუმი პრობლემაა", გარდა ამისა, კომიტეტების ხელმძღვანელები და დეპუტატები "მივლინებებში არიან".
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტს თავად მიმართა. ოპოზიციის შეფასებით, პრეზიდენტის მოსმენის გადადება იმაზე მიუთითებს, რომ ზურაბიშვილისა და "ქართული ოცნების'' პოზიციებს შორის მკვეთრი განსხვავებაა.