ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანა, საქართველო ამ სამეულში ლიდერია - პაპუაშვილი

გამოქვეყნდა:

როგორც იცით, "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო პროგრამის ნაწილი იყო 2024 წელს ევროკავშირში წევრობაზე განაცხადის გაკეთება, რასაც ოპონენტები ირონიულად უყურებდნენ სულ რამდენიმე დღის წინაც კი, რომ ასეთი გეგმა და პრეტენზია ჰქონდა "ქართულ ოცნებას", ეს განაცხადი გაეკეთებინა. დღეს ვხედავთ, რომ მცდელობა არის ზოგიერთი ჯგუფის მხრიდან, რომ თავის თავზე მიიწეროს ეს ინიციატივა. ამას მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, რომ ეს არის საქართველოს განაცხადი ევროკავშირში წევრობაზე და სიმბოლურია, რომ ისევე, როგორც ასოცირების შეთანხმებას ამ განაცხადს ხელი მოაწერა ირაკლი ღარიბაშვილმა. მაშინ, როგორც პრემიერ-მინისტრმა და ახლაც როგორც პრემიერ-მინისტრმა. იცით, რომ განაცხადი უკრაინამ და მოლდოვამაც შეიტანა. ყველა ობიექტური შეფასებით თუ შევხედავთ, საქართველო ასოცირების დღის წესრიგის და შეთანხმების შესრულების კუთხით გახლავთ ლიდერი ამ სამეულში და თავისთავად, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ შეცვლილი კონტექსტიდან გამომდინარე, ევროკავშირი იმსჯელებს დაჩქარებული პროცედურით.

თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი