კიევში ბოლო 8 დღის განმავლობაში 390 ბავშვი დაიბადა - ინფორმაციას უკრაინის დედაქალაქის მერი, ვიტალი კლიჩკოს  ავრცელებს.

„ქალაქის საავადმყოფოები უზრუნველყოფილია ყველა საჭირო ნივთით. ისინი მუშაობენ. ექიმები მზადყოფნაში არიან. მუშაობენ დედაქალაქის სამშობიაროებიც და ბოლო 8 დღის განმავლობაში კიევში 390 ბავშვი დაიბადა: 199 ბიჭი და 191 გოგონა. “ - განაცხადა კლიჩკომ.

ამასთან, მერმა დასძინა, რომ კიევის ზოოპარკში ლემური დაიბადა, რომელსაც ბაირაქტარი დაარქვეს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი