
რუსეთის პრეზიდენტის მორიგი მუქარა - პუტინი მეზობელ ქვეყნებს მოუწოდებს, ვითარებას ნუ გაართულებენ და რუსეთის მიმართ ნებისმიერი არამეგობრული ქმედება, საპასუხო ნაბიჯებს გამოიწვევს.
"ჩვენ არ გვაქვს არანაირი ბოროტი განზრახვა ჩვენი მეზობლების მიმართ, ამიტომ მე მათ ვურჩევდი, რომ არ დაძაბონ სიტუაცია და არ შემოიღონ არანაირი შეზღუდვები, ჩვენ ყველა ამ ვალდებულებას ვასრულებთ და მომავალშიც შევასრულებთ, ვერ ვხედავთ ვერანაირ აუცილებლობას სიტუაციის დაძაბვისა და ურთიერთობების გაუარესების. ყველა ჩვენი ქმედება არის ყოველთვის პასუხი არამეგობრულ ქმედებებზე ამიტომ, ყველა უნდა დაფიქრდეს იმაზე, რომ მოხდეს ურთიერთობების ნორმალიზება და განვითარება." - ამბობს პუტინი