
საქართველოში პოლონეთის ელჩი, მარიუშ მაშკიევიჩი ქართველებს მიმართავს და უკრაინისადმი მხარდაჭერის ნიშნად, გორში სტალინის მუზეუმის დახურვისკენ მოუწოდებს:
“მინდა მივმართო ქართველ მეგობრებს. მაქვს ერთი შემოთავაზება, მესმის რომ რთულ სიტუაციაში ხართ - პატარა ქვეყანა, უზარმაზარი მეზობელი, რთული ეკონომიკური სიტუაცია გაქვთ და არ შეგიძლიათ რუსეთის წინააღმდეგ ისაუბროთ და მხარი დაუჭიროთ სანქციებს. კარგი. მაგრამ გთხოვთ, სულ მცირე 1 სიმბოლური ჟესტი გააკეთეთ. დახურეთ სტალინის მუზეუმი გორში“ - განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მარიუშ მაშკიევიჩმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევების ფონდის მიერ უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით ორგანიზებულ შეხვედრაზე.