მე არ მეგონა, რომ ზელენსკის სცხელოდა ამ ტვიტისთვის - ოცნება ისევ აგრძელებს ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმას, თუმცა პარალელურად ამტკიცებს, რომ თანაუგრძნობს მას.
თავმჯდომარე კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მისი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს რუსთაველის გამზირზე არ მივლენ, რადგან უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოდან ელჩის გაწვევით "ალოგიკური ნაბიჯი გადადგა".
თანაგრძნობის ხარისხი არის გულწრფელი განსხვავებით ნაცმოძრაობისგან, ამის მიუხედავად, ჩვენ იქ ვერ მივალთ - თქვა კობახიძემ.
ვოლოდიმირ ზელენსკი დღეს 20 საათზე რუსთაველის გამზირზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართავს და სოლიდარობისთვის მადლობას გადაუხდის.