სამოქალაქო საზოგადოება რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესებას მოითხოვს. გავრცელებულ განცხადაში მოძრაობა "სირცხვილია" წერს, რომ არსებულ ვითარებაში დაუშვებელი ოკუპანტი ქვეყნიდან მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა. გარდა ამისა, აუცილებელია, ქვეყანაში შემოსვლის შემთხვევაში მათ ხელმოწერით დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემა.
"სამხედრო დამნაშავე პუტინის თავდასხმამ უკრაინის სუვერენიტეტზე რუსეთი იზოლაციისა და სანქციების ქვეშ მოაქცია და საქართველოსა და რუსეთს შორის გახსნილი საზღვარი რუსეთის მრავალ მოქალაქეს საქართველოში ჩამოსვლისკენ უბიძგებს.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ საქართველოს უსაფრთხოების რისკებიდან გამომდინარე, დაუშვებელია ოკუპანტი რუსეთის მოქალაქეების უკონტროლო შემოსვლა ქვეყანაში.
ამიტომ, ვითხოვთ დასრულდეს ცალმხრივი სავიზო რეჟიმი რუსეთთან და ჩვენი მხრიდანაც დაწესდეს სპეციალური სავიზო რეჟიმი, რაც შეამცირებს უსაფრთხოების რისკებს.
აგრეთვე აუცილებლად მივიჩნევთ რუსეთიდან შემოსულმა ვიზიტორებმა ხელმოწერით დაადასტურონ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემა და ვლადიმირ პუტინის სამხედრო დამნაშავედ აღიარება." - ნათქვამია სირცხვილიას განცხადებაში.
შეგახსენებთ, მას შემდეგ რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა და საპასუხოდ მძიმე სანქციები მიიღო, ამ სანქციებისგან თავის დასაღწევად, რუსები მასობრივად შემოდიან საქართველოში.