NATO გააძლიერებს მხარდაჭერას იმ პარტნიორებისთვის, რომლებსაც პოტენციური საფრთხე ემუქრებათ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნიას მიმართ - სტოლტენბერგი

გამოქვეყნდა:

ნატო გააძლიერებს მხარდაჭერას იმ პარტნიორებისთვის, რომლებსაც პოტენციური საფრთხე ემუქრებათ, მათ შორის საქართველოსა და ბოსნიას მიმართ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

მისივე თქმით, რუსეთი გავლენის სფეროების აღდგენას ცდილობს და მსოფლიო შესაძლოა ხანგრძლივი ომის წინაშე იდგეს.

სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები ამ ეტაპზე არ თვლიან მიზანშეწონილად უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებას, რადგან ეს უფრო დიდ კონფლიქტს გამოიწვევს, რომელშიც უფრო მეტი ქვეყანა იქნება ჩათრეული.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი