15 წლამდე პატიმრობა რუსულ ჯარზე "ყალბი" ინფორმაციის გავრცელებისთვის | პუტინის ახალი კანონი

გამოქვეყნდა:

პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც რუსულ ჯარზე "ყალბი" ინფორმაციის გავრცელება სისხლის სამართლებრივი დანაშაული ხდება - ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ის რუსული ბიურო ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "დანაშაულის სიმძიმიდან" გამომდინარე, სასჯელი 3-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პუტინის "სამართლის" მიხედვით:  

  • რუსეთის შეიარაღებული ძალების ქმედებების შესახებ ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის, დამნაშავეებს სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
  • თუ ყალბი ინფორმაცია გავრცელდა ორგანიზებული ჯგუფის მიერ და თან ახლდა მტკიცებულებების გაყალბება, მაქსიმალური სასჯელი 10 წლამდე იზრდება.
  • თუ არასანდო ინფორმაციის გავრცელებამ სერიოზული შედეგები გამოიწვია, დამნაშავეებს 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი