"ოცნების" ახალი "ეჭვები" | კობახიძე ამტკიცებს, რომ ელჩის გაწვევის ინიციატორები მიხეილ სააკაშვილი და დავით არახამია არიან

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ რუსეთს სანქციები არც მოლდოვამ დაუწესა, მაგრამ ამის მიუხედავად უკრაინის პრეზიდენტს ელჩი არ გაუწვევია. 

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში კობახიძე ამტკიცებდა, რომ "ძალიან საფუძვლიანი ეჭვია", რომ შეიძლება, უკრაინის ელჩის გაწვევის ინიციატორები მიხეილ სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია იყვნენ.

კითხვაზე, „სააკაშვილი არის ციხეში და ამ ვითარებაში როგორ გესახებათ ამ ტიპის განცხადებებზე მას ჰქონდეს გავლენა“, ირაკლი კობახიძემ თქვა:

„სააკაშვილი არის ციხეში, მაგრამ ის დღემდე რჩება რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელად. ეს არის მისი დღევანდელი სტატუსი. გარდა ამისა, გახსოვთ, რომ არახამია, რომელიც არის უშუალოდ პრეზიდენტთან დაკავშირებული პირი, freemisha-ს მაისურით გამოდიოდა სულ ცოტა ხნის წინ და სააკაშვილმა თავადაც აღნიშნა, რომ მისი დაფრთიანებულია არახამია და ის არის უშუალო გარემოცვა. ეს ყველამ კარგად იცის. ასეთ დროს ბუნებრივია, არც თუ რთულია პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზე გავლენის მოხდენა და ამას ემატება, რა თქმა უნდა, ჩვენი ლოგიკური ეჭვები, რაც ეფუძნება გადაწყვეტილების ალოგიკურობას“, - თქვა კობახიძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი