აუცილებელია დადგინდეს ვის ინტერესებში შედიოდა დანაშაული - საგარეო უწყება გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთაზე

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქვეყანას თავიდან ააცილა უმძიმესი დანაშაული - ასე ეხმაურება ქვეყნის საგარეო უწყება რამზან კადიროვის მიერ, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას მკვლელობის დაკვეთას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველი განცხადება დაგეგმილი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან მხოლოდ 24 საათის შემდეგ გააკეთა.

ზალკალიანის უწყება ამბობს, რომ დანაშაული  სავარაუდოდ, მიმართული იყო არა მხოლოდ ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობაზე, არამედ მიზნად ისახავდა მძიმე შედეგებს ქვეყნისთვის. სამინისტრო სუს-ს მადლობას უხდის

ჩვენთვის მიუღებელია ჩვენი მოქალაქის, ჟურნალისტის სიცოცოხლის ხელყოფის მცდელობა. სახელმწიფო იცავს თოთოეული მოქალაქის სიცოცხლის უფლებას და კანონის უზენაესობას. ველოდებით გამოძიების შედეგებს, აუცილებელელია დადგინდეს თუ ვის ინტერესებში შედიოდა აღნიშნული დანაშაული და ქვეყნის საერთაშორისო დისკრედიტაცია.

ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, მათ შორის ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვა ადამიანის ფუნდამენტური უფლებების განუყოფელი ნაწილია და ჩვენი ქვეყანა, როგორც დემოკრატიული პრინციპების გარანტორი აუცილებლად უზრუნველყოფს ამას”, - ნათქვამია საქართველოის საგარეო საქმეთა სამინისტრის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, რამზან კადიროვის დავალებით, "მთავარი არხის" ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას ლიკვიდაცია იგეგმებოდა. განცხადება ამის შესახებ არხის გენერალურმა დირექტორმა გუშინ გააკეთა. ნიკა გვარამიას განცხადება რამდენიმე საათში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმაც დაადასტურა.

მკვლელობის მომზადებისთვის დაკავებულია რუსეთის მოქალაქე ვასამბეკ ბოკოვი, რომლის ასაყვანადაც სუს-მა სპეცოპერაცია ჩაატარა და ის ქავთარაძის ქუჩაზე, დრიმ თაუნის საცხოვრებელ კომპლექსში დააკავა. ბოკოვი ამჟამად წინასწარ პატიმრობაშია.  

 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი