ელექტრონული საგადასახადო სისტემა PayPal-ი რუსეთში მუშაობას ოფიციალურად წყვეტს - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.
PayPal Holdings Inc-მა თავისი სერვისები რუსეთში უკვე დახურა.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება "ამჟამინდელი გარემოებების" მოტივით მიიღეს და შეუერთდნენ ბევრ ფინანსურ და ტექნიკურ კომპანიას რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის გამო.