უკრაინის თავდაცვის მინისტრის ალექსეი რეზნიკოვი წერს, რომ ქვეყანაში ოკუპანტების წინააღმდეგ საბრძოლველად 66 224 ადამიანი დაბრუნდა.
"66 224 - ამდენი ადამიანი ახლა დაბრუნდა საზღვარგარეთიდან, რათა დაიცვას თავისი ქვეყანა ურდოსგან. ეს არის კიდევ 12 საბრძოლო და მოტივირებული ბრიგადა უკრაინაში! უკრაინელებო, ჩვენ უძლეველნი ვართ! იბრძოლე უკრაინელივით", - წერს რეზნიკოვი.