ქართული ოცნება, რომელსაც ვლადიმერ პუტინის გინებაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდა, დღეს გაცილებით ინერტული აღმოჩნდა. მმართველი პარტიის ლიდერებს გაცილებით მეტი დრო დასჭირდათ ჟურნალსიტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობის შესაფასებლად.
მმართველი გუნდის ლიდერები ჟურნალისტის მკვლეობის მომზადების საქმეს არც ახსენებენ და მადლობას უხდიან სუს-ს, რომელმაც დანაშაული აღკვეთა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა პირველი განცხადებები მხოლოდ დღის ბოლოს გააკეთეს. საქართველოს პრეზიდენტმა, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობს, განცხადება ფეისბუქით გაავრცელა და მადლობა სუს-ს გადაუხადა.
სუს-ს მადლობას უხდის საგარეო საქმეთა სამინისტროც.
მმართველი საპარლამენტო გუნდის წევრები კი მთელი დღის განმავლობაში მინიშნებებს აკეთებედნენ, რომ დესტაბილიზაცია არა მხოლოდ ქვეყნის გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით გარკვეულ ძალებს აწყობთ.
ოპოზიცია ხელისუფლებისგან ელოდება პასუხს კითხვაზე, როგორ შემოვიდა ქვეყანაში ბოკოვი და როგორ გეგმავდა ის გიორგი გაბუნიას მკვლელობას. ხელისუფლების ოპონენტებს აინტერესებთ, რატომ არ ჰქონდა ხელისუფლებას ისეთივე მყისიერი რეაქცია, როგროც ერთი წლის წინ, ჟურნალისტის გახმაურებული ეთერის დროს.
შეგახსენებთ, რომ გადაცემა "პოსტ სკრიპტუმში" გიორგ გაბუნიას გამოსვლას ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მძაფრი რეაქციები მოჰყვა. იმავე ღამეს, თითქმის ყველა სახელმწიფო უწყებამ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ჟურნალისტი ქვეყნის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებში დაადანაშაულა.
გიორგი გაბუნიას გამოსვლა კომენტარის გარეშე არც ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტს და მის მარჯვენა ხელს - ამჟამად მკვლელობის დამკვეთად დასახელებულ რამზან კადიროვს დაუტოვებიათ.