ამ შემზარავ ისტორიას ე.წ "ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმის მთავარი ფიგურანტი პირველად "მთავარი არხის" კამერების წინ ყვება.
ანუკი, როგორც მას პირობითად ვუწოდებთ, 16 წლის იყო, როდესაც ავსტრალიელი ფოტოგრაფი, პოლ გრეგორ ლეჰმანი გაიცნო და ფოტომოდელობის კარიერაზე დათანხმდა. ლეჰმანი ანუკის ამერიკელმა ფოტოგრაფმა კარლ უილიამსმა გააცნო. მაშინ გოგონა 11 წლის იყო. შეხვედრა გორში მოხდა. წლების წინ ანუკიმ არ იცოდა, რომ ერთი შეხედვით უწყინარ ფოტოსესიებს პორნოგრაფიული და ეროტიული შინაარსის მიეცემოდა და მის 23 წლის დასა და დედას დღეს საპატრიმროში 19 წელს მიუსჯიდნენ ტრეფიკინგისა და პორნოგრაფიული შინაარსის ფოტოების გავრცელება-დამზადების ბრალდებით.
ანუკი გვარწმუნებს, რომ თავად შიშველი ფოტოები არ გადაუღია, მაგრამ მისი ბიძაშვილისა და მეგობრების ფოტოები ნანახი აქვს. ამბობს, რომ მისი ოჯახის წევრები ამ საქმეში უდანაშაულოები არიან. ასევე, მას ბიკინში გადაღებული ფოტოსესია მშობლებთან არ შეუთანხმებია, მაგრამ ანაზღაურებას იღებდა.
ანუკი, ისევე როგორც სხვა დაზარალებულები, შსს-ში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. როგორც თავად გვეუბნება, შსს-ს თანამშრომელები ე.წ. "ბაშვთა პორნოგრაფიის" საქმის მოდელებს აგდებულად და შეურაცხმყოფელად ეპყრობოდნენ.
ე.წ. "ბავშვთა პორნოგრაფიის" საქმეზე, ავსტრალიელი ფოტოგრაფის ნაწილში, მასთან ერთად სულ სამი ადამიანია დაკავებული. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ გამამტყუნებელი განაჩენი, რომელიც ფოტოგრაფის შემთხვევაში 20 წლით, დანარჩენი ორი ქალის შემთხვევაში კი 19 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, უსამართლო და უსაფუძვლოა. მათი განცხადებით, საქმეში არ არსებობს არანაირი პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები.
სისხლის სამართლის ეს საქმე საქართველოში უპეცედენტოა. ის ევროპამ გამოიძია და ქართულ მხარეს გამოძიების დასასრულებლად გადმოსცა. ახლა ქართველი სამართალდამცავები ყველაფერს აკეთებენ, რათა მტკიცებულებები მოიპოვონ და ბრალი დაუმტკიცონ ყველა იმ ადამიანს, ვინც ამ საქმის გამო დააკავეს.
ავტორი: ნანი სისვაძე