ოფიციალური ბუდაპეშტის ქმედებებზე პასუხად, უკრაინა ქვეყნიდან 2 უნგრელ დიპლომატს აძევებს. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანდრეი სიბიგა ავრცელებს.
როგორც სიბიგამ აღნიშნა, უნგრელმა დიპლომატებმა უკრაინა 48 საათის განმავლობაში უნდა დატოვონ.
"ამ წამს მოვიწვიეთ უნგრეთის ელჩი უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში და შესაბამისი ნოტა გადავეცით. ჩვენ ვმოქმედებთ უნგრეთის ქმედებებზე ნაცვალგების პრინციპისა და ჩვენი ეროვნული ინტერესების საფუძველზე", - თქვა სიბიგამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს უნგრეთმა ორი უკრაინელი დიპლომატი ჯაშუშობის ბრალდებით, ქვეყნიდან გააძევა .
იხილეთ ასევე: