"ახლა თქვენზეა დამოკიდებული ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს მომავალიც" - ლეხ ვალენსას მიმართვა უკრაინელებს

გამოქვეყნდა:

იყო დრო, როდესაც პოლონეთის წინაშე უდიდესი ამოცანა იდგა, გათავისუფლებულიყო საბჭოთა მარწუხებისაგან. ახლა კი ბედისწერამ თქვენც მსგავსი ამოცანა გარგუნათ და შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე, მე მინდა, გთხოვოთ, რომ თქვენ დაიცვათ მსოფლიო - პოლონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატმა ლეხ ვალენსამ უკრაინელ ხალხს მიმართა და სრული მხარდაჭერა გამოუცხადა. 

ვალენსამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახლა უკრაინაზე გადის ევროპისა და შესაძლოა, მსოფლიოს მომავალიც. 

"ძმებო უკრაინელებო, არ ვიცი გახსოვართ თუ არა, მე ლეხ ვალენსა ვარ. მოგესალმებით და მოგმართავთ უდიდესი თხოვნით. იყო დრო, როდესაც პოლონეთის წინაშე უდიდესი ამოცანა იდგა, გათავისუფლებულიყო საბჭოთა მარწუხებისაგან. ახლა კი ბედისწერამ თქვენც მსგავსი ამოცანა გარგუნათ და შესაძლოა, კიდევ უფრო მძიმე, მე მინდა, გთხოვოთ, რომ თქვენ დაიცვათ მსოფლიო. მე, როგორც რევოლუციონერი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ მხარი დაგიჭიროთ, მაგრამ იცოდეთ, ახლა თქვენზეა დამოკიდებული ევროპის და შესაძლოა, მსოფლიოს მომავალიც. ეს ძალიან რთული ამოცანაა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ევროპული კავშირი მხარს დაგიჭერთ. ამას მეც მოვითხოვ, რადგან თქვენ ამას იმსახურებთ. მსოფლიო ამას სულ უფრო და უფრო კარგად ხედავს. ამ ბრძოლაში ჩემი იმედი შეგიძლიათ, გქონდეთ",- თქვა მან. 

 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი