რუს ოლიგარქებს ქონება არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში გააქვთ - ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს და წერს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინას ომი გამოუცხადა, რუსული ელიტის წარმომადგენლებმა დაიწყეს ქონების, მათ შორის ძვირფასი ნახატების ექსპორტი არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. მათივე ინფორმაციით, აგრესორი ქვეყნის პრეზიდენტის უახლოესი წრიდან ოლიგარქები უკვე გაფრინდნენ დუბაიში.
მედიის ინფორმაციით, 28 თებერვალს დუბაიში ნიცადან ჩაფრინდა Bombardier Global 5000 თვითმფრინავი, რომელსაც იყენებდნენ ძმები როტენბერგები.
26 თებერვალს მოსკოვი-დუბაი-მოსკოვი ერთდღიანი რეისი შესრულდა ოლიგარქ იური ტრუტნევის Bombardier Global 5000-ით.
ხოლო, რომან აბრამოვიჩის Boeing 787-8 Dreamliner ორჯერ გაფრინდა დუბაიში - პირველად 28 თებერვალს, 4 მარტს მოსკოვში დაბრუნდა და იმავე დღეს ისევ დუბაიში გაფრინდა.