"ხალხის მსახურის" ცხოვრების მთავარი როლი, რომელიც ახლა არამხოლოდ უკრაინის, მსოფლიოს უახლესი ისტორიის ფურცლებს წერს;
ვოლოდიმირ ზელენსკი - 44 წლის; ყოფილი მსახიობი, კომიკოსი, პროდიუსერი და პოლიტიკოსი, რომელმაც სულ რამდნიმე დღეში მსოფლიო დღის წესრიგი შეცვალა. პოლიტიკოსი, რომელსაც ყველაზე თავშეკავებული ევროპელებიც კი ფეხზე ადგომით და ხანგრძლივი აპლოდისმენტებით ხვდებიან. პოლიტიკოსი, რომელმაც მსოფლიო ლიდერები, უკრაინულად აალაპარაკა, რომელმაც ბოროტების იმპერიის ნამდვილი სახე ყველას დაანახა და ლიდერი, რომელიც ყოველდღიურად პუტინის და რუსული არმიის უძლეველობის მითთან ერთად, რუსულ ფაშიზმს ანგრევს;
ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ალბათ ბევრი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი, ნამდვილი "ხალხის მსახური" აღმოჩნდებოდა, ომის დაწყების პირველივე დღიდან, სამხედრო ფორმით, ჯარისკაცებთან და ხალხთან ერთად, საკუთრი ქვეყნის დასაცავად, ომის წინა ხაზზე დადგებოდა და მაშინ, როცა უკრაინა, უკვე 10 დღეა, სამოქალაქო გმირობის და უპრეცედენტო წინააღმდეგობის მაგალითს გვიჩვენებს და როცა ჯერ არავინ იცის როგორ დასრულება ჯოჯოხეთი, რომელიც ახლა უკრაინაში ტრიალებს.
ვოლოდიმირ ზელენსკი ისტორიაში უკვე შევიდა როგორც ყველაზე გაბედული და სახალხო ლიდერი, რომელმაც უკრაინულ არმიას და ხალხს, რუსეთის ისტორიული მარცხის გასაფორმებლად მთავარი მოტივაცია მისცა;
ხალხის მსახურის მთავარი როლით დაწყებული კარიერა, რომელიც ვოლოდიმირ ზელენსკის პოლიტიკურ ბედისწერად იქცა;