როგორ მზადდებოდა ზელენსკის მკვლელობა? - "ვაგნერის" ქილერების კავშირი საქართველოსთან

გამოქვეყნდა:

მკვლელობის 3 ჩაშლილი მცდელობა ბოლო 1 კვირაში - უკრაინის ქალაქების, მშვიდობიანი მოსახლეობისა და ატომური ელექტროსადგურების პარალელურად, პუტინის მთავარი სამიზნე ახლა უკრაინის პრეზიდენტია.

ზელენსკის ლიკვიდაციის მიზნით, კრემლის ლიდერმა, უკრაინაში ვაგნერის დაჯგუფების წევრები და ჩეჩენი ბოევიკები გაგზავნა; განსაკუთრებული სისასტიკით გამორჩეული ქილერების ჯგუფი, რომელსაც პუტინის იმედები აქამდე არასოდეს გაუცრუებია, კიევში უკვე 3 ჯერ ჩაფლავდა.

პუტინის სპეცოპერაცია უკრაინულმა სპეცსამსახურებმა სრული სიზუსტით გაშიფრეს და 400 კაციანი დივერსანტების ჯგუფის დიდი ნაწილი დააკავეს; სოციალურ ქსელებში, გავრცელდა ვიდეომიმართვებიც, სადაც ტყვედ ჩავარდნილი სპეცდანიშნულების რაზმის წევრები, საკუთარ პატრონს აგინებენ;

როგორ მზადდებოდა ვოლოდიმირ ზელენსკის მკვლელობა და რა კავშირი აქვთ ვაგნერის დაჯგუფების წევრებს საქართველოსთან?

როგორ მოახერხეს, პუტინის პირადმა ქილერებმა, თბილისში ჩამოსვლა იმ დროს, როცა ქვეყანაში, პანდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული და საქართველოში შემოსვლას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური განსაკუთრებულად აკონტროლებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი