უკრაინის განაცხადი EU-მ საქართველოსა და მოლდოვასგან დამოუკიდებლად უნდა განიხილოს - კულება

გამოქვეყნდა:

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირს მოუწოდებს, რომ უკრაინის წევრობაზე განაცხადი საქართველოსგან და მოლდოვასგან დამოუკიდებლად განიხილონ.

"ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ჩემი ძველი პარტნიორების - საქართველოსა და მოლდოვას მიმართ, უკრაინის შემთხვევა აბსოლუტურად გამონაკლისია. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უკრაინის განაცხადი განიხილოს ცალკე, რაც შეიძლება სწრაფად. პროცედურა უნდა დაჩქარდეს, რომ მოხდეს შეუფერხებლად უკრაინის ევროინტეგრაცია, რაც კარგი იქნება ყველასთვის, უკრაინისთვის და ევროკავშირისთვის",-თქვა დმიტრო კულებამ.

ცნობისთვის, 3 მარტს საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს ხელი მოაწერა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი