დენის კირეევი და კიდევ ორი თანამშრომელი სპეც. დავალების შესრულებისას დაიღუპა - უკრაინის დაზვერვა

გამოქვეყნდა:

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველოს ინფორმაციით, დენის კირეევი, რომელიც რუსეთთან მოლაპარაკებების პირველ რაუნდში მონაწილეობდა, სპეციალური დავალების შესრულებისას დაიღუპა.

უწყების ცნობით, კირეევთან ერთად ამავე ვითარებაში მოკლეს კიდევ ორი თანამშრომელი ალექსეი დოლია და ვალერი ჩიბინეევი.

"მათ თავის შეწირეს უკრაინის დაცვა, რამაც გამარჯვებასთან მიგვაახლოვა", - აცხადებენ უკრაინის დაზვერვაში.

ცნობისთვის, მანამდე უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დენის კირეევი ღალატში იყო ეჭვმიტანილი და ის იმ დროს დაიღუპა, როდესაც უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მისი დაკავების ოპერაციას ახორციელებდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი