აშშ პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს

გამოქვეყნდა:

ამერიკის შეერთებული შტატები პოლონეთთან უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების შესაძლებლობაზე მუშაობს. ინფორმაციას თეთრი სახლის წარმომადგენელი ადასტურებს.

"განიხილება, რით შეუძლია აშშ-ს პოლონეთისთვის დახმარების გაწევა, თუ ის უკრაინისთვის თვითმფრინავების გადაცემას გადაწყვეტს", - ამბობს თეთრის სახლის პრესსპიკერი.

მისი თქმით, თვითმფრინავების უკრაინაში გაგზავნა ნებისმიერი ქვეყნის სუვერენული გადაწყვეტილებაა. მანვე აღნიშნა, რომ მოგვარებას საჭიროებს გარკვეული ლოჯისტიკური საკითხები, მათ შორის, როგორ გადაეცემა უკრაინას თვითმფრინავები პოლონეთიდან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი