ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს ისევ ესვრიან, მტერი ცდილობს, კიევი აიღოს, თუმცა ჩვენი არმია ამის უფლებას არ აძლევს - გონჩარენკო

გამოქვეყნდა:

რადას დეპუტატის, ალექსეი გონჩარენკოს ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები კიევის აღებას ცდილობენ, თუმცა უკრაინის არმია მტერს ამის შესაძლებლობას არ აძლევს.

როგორც მან "მთავარ არხთან" საუბრისას აღნიშნა, რუსები კვლავ თავს ესხმიან და ბომბავენ დასახლებულ პუნქტებს.

"რუსეთის აგრესია გრძელდება. ოკუპანტები დასახლებულ პუნქტებს ისევ ესვრიან. მიღწეული შეთანხმებაც კი დაარღვიეს და „მწვანე დერეფანი“ არ შედგა. დაბომბეს, ცეცხლის გაუხსნეს იმ ზონებს, საიდანაც ადამიანების ევაკუაცია უნდა განხორციელებულიყო. ვიმედოვნებთ, რომ ჰუმანიტარული კორიდორი დღეს მოეწყობა. განსაკუთრებით მარიუპოლიდან, რადგან მტერს ქალაქი ბლოკირებული აქვს. გამორთულია ყველანაირი კავშირი, გათბობა.

მოლაპარაკებები ხვალ გაიმართება, თუმცა სანამ რუსეთს ჩვენთვის გაურკვეველი მოთხოვნები აქვს, არაფერი გამოვა. დენაციფიკაციას რუსეთი კი არა ჩვენ ვახორციელებთ, უკვე 11 ათასი რუსი სამხედროა დაღუპული. ამ დრომდე არ გვესმის რა უნდა მოსკოვის, აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ომი ჯერ არ დასრულდება. მათ მოთხოვნებს ჩვენ არ მივიღებთ. მტერი ცდილობს, კიევი აიღოს, თუმცა ჩვენი არმია ამის უფლებას არ აძლევს.

მსოფლიომ რუსეთის წინააღმდეგ უფრო მკაცრად უნდა იმოქმედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ომი მალე უნდა დასრულდეს. რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე გენოციდის მოწყობას ცდილობს", - თქვა გონჩარენკომ.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი