რუსეთის პატრიარქი, კირილი დონბასში საბრძოლო მოქმედებების დაწყებაში უკრაინელებს ადანაშაულებს.
"დღეს ჩვენი დონბასელი ძმები იტანჯებიან და უფლება არ გვაქვს, მათ გვერდით არ დავდგეთ. უპირველესად ეს ლოცვით უნდა გავაკეთოთ. ამასთან, უნდა ვილოცოთ, რომ მალე მშვიდობა დამყარდეს და ჩვენი და-ძმების სისხლისღვრა შეჩერდეს. 8 წელია დონბასი ადამიანების ცოდვასა და სიძულვილს უძლებს, თუმცა უფლის სიყვარულით ვეცდებით, მათ ვაპატიოთ", - ამბობს კირილი.
რეალურად კი დონბასში რუსი ოკუპანტები 8 წლის წინ შეიჭრნენ და უკრაინის ტერიტორიების ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. მიმდინარე წლის 24 თებერვალს რუსეთი უკრაინას კიდევ ერთხელ დაესხა თავს. ამ დრომდე ბომბავს დასახლებულ პუნქტებს, რასაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლე ეწირება.