რუსეთი 15 ქართულ კომპანიას უფლებას აძლევს, ქვეყანაში რძის პროდუქტები შეიტანოს

გამოქვეყნდა:

როსსელხორნადზორი 15 ქართულ საწარმოს რძის პროდუქტების მიწოდების (ექსპორტის) უფლებას სთავაზობს - ინფორმაციას Tass ავრცელებს.

როგორც სააგენტოში განმარტავენ, ეს გადაწყვეტილება 5 მარტს როსელხოზნადზორის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელ, ზურაბ ჩეკურაშვილსა და აზერბაიჯანის სურსათის უსაფრთხოების სააგენტოს წარმომადგენელთან ერთად მიიღეს. 

როსელხოზნაძორმა (ვეტერინარულიდა ფიტოსანიტარიული ზედამხედველობის სამსახურმა) ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში დაიწყო მესამე ქვეყნების საწარმოების რეესტრში შეყვანა. მათ აქვთ უფლება შეიტანონ თავიანთი პროდუქცია კავშირის წევრი ქვეყნების ტერიტორიაზე. მათ შორის, მოიაზრება საქართველოს საწარმოები (რძე და რძის პროდუქტები)“, - ნათქვამია ანგარიშში.

სეს-ში კი ამბობენ, რომ ცხოველური პროდუქციის ექსპორტის შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები 2020 წლიდან მიმდინარეობს. 

"2020 წლიდან მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციის მხარესთანაც, რომლის საფუძველზე, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, ქართული ცხოველური წარმოშობის პროდუქციის ექსპორტის დაშვებასთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციასა და სხვა ქვეყნებში",- ნათქვამია განცხადებაში. 

 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი