ქუთაისში უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს - ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, მესხიშვილის თეატრის წინ, უკრაინის მხარდასაჭერად იმერეთის მოსახლეობა შეიკრიბება.
არა ომს, არა რუსულ ოკუპაციას, არა პუტინის ძალადობრივ რეჟიმს - ეს არის აქციის მონაწილეების მთავარი სათქმელი.
სხვადასხვა პროფესიის ადამიანები ამბობენ, რომ დღეს დუმილი დანაშაულია და ბრძოლის ერთ-ერთი ფორმა თანადგომაა. მათი თქმით, აუცილებელია, მეგობარმა ქვეყანამ, უკრაინამ იცოდეს, რომ საქართველო მათ გვერდითაა.