საქართველოში დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით არსებული ჯგუფების ინტერესია - "ქართული ოცნება"

გამოქვეყნდა:

საქართველოში დესტაბილიზაცია ქვეყნის შიგნით არსებული ჯგუფების ინტერესია - ესაა ქართული ოცნების მესიჯბოქსი გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადების საქმეზე. თუმცა, ვის გულისხმობენ ასეთ  ჯგუფებში, არ აკონკრეტებენ.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებს მსგავსი შინაარსის განცხადებების გასაკეთებლადაც კი 24 საათზე მეტი დასჭირდათ. შეგახსენებთ, რომ მათ ვლადიმერ პუტინის გინებაზე მყისიერი რეაქცია ჰქონდათ.

ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს განცხადებები შემაშფოთებელია. "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი გიორგი ბარამიძე ამბობს, რომ პუტინის მოკავშირე ივანიშვილის ხელისუფლებაში დატოვება მაინც არავის გამოუვა. 

აქ ასევე იყო ჩადებული საქართველოში მართლაც დესტაბილიზაციის მუხტი, იმისთვის, რომ მღვრიე წყალში პუტინმა და მასთან დაახლოებულმა პუტინის რეჟიმმა რამე თევზი დაიჭიროს, როგორც ბარბარე რაფალიანცის მკვლელობა გამოიყენეს და დააბრალეს პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას და რომ იტყვიან, ჩვენი საზოგადოება გადარიეს არჩევნების წინა ღამეს, და ამგვარი მანიპულაციებით შეეცადონ პუტინის მოკავშირე ივანიშვილი რაიმენაირად დატოვონ ხელისუფლებაში, - ამბობს იგი. 

მისი თქმით, საზოგადოებამ ამ საქმის ბოლომდე გამოძიებას მოითხოვს. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა კი აცხადებს, რომ ივანიშვილმა ყველანი, ვინც ხელისუფლებას მხარს არ უჭერს, მეორეხარისხოვან მოქალაქეებად გამოაცხადა.    

სამარცხვინოა, რომელსაც ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც ოპოზიცია უფრო სძულს, ვიდრე პუტინი და კადიროვი. ეს მათი შეგრძნებიდან ჩანს. მეორე საკითხი მნიშვნელოვანია ის, რომ ის რუსეთის მოქალაქე არის დაკავებული ყალბი საბუთების შეძენა-შენახვისთვის, რაც არ არის მძიმე დანაშაული და თუ ამ კვალიფიკაციაზე დარჩა, მაშინ ბუნებრივია საერთაშორისო პარტნიორების არჩართვას გაამართლებენ, რომ ეს ჩვეულებრივი, უბრალო მხარეა, - ამბობს თბილისის ყოფილი მერი. 

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი