
საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბრის დეტალები ცნობილი ხდება. საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ მაკრონმა პუტინს დაჟინებით მოუწოდა, რომ დასრულდეს რუსეთის თავდასხმა და პუტინმა უზრუნველყოს უკრაინის ბირთვული ობიექტების უსაფრთხოება.
ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადების თანახმად, პუტინმა მაკრონს უთხრა, რომ რუსეთი თავის მიზანს "მოლაპარაკებების ან ომის გზით" მიაღწევს.
მოლაპარაკებებთან დაკავშირებით ასევე ვრცელდება კრემლის განცხადებაც. განცხადებაში წერია, რომ სატელეფონო საუბრისას პუტინმა უკრაინაში ატომური სადგურის თავდასხმაზე უკრაინა დაადანაშაულა. მან მაკრონს უთხრა, რომ აღნიშნული "უკრაინელი რადიკალების" მიერ დაგეგმილი "პროვოკაცია" იყო.
პუტინი ასევე ამტკიცებდა, რომ სამხრეთ ქალაქებიდან მარიუპოლიდან და ვოლნოვახადან მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციის მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, რადგან "უკრაინელმა ნაციონალისტებმა" ხალხს ქალაქის დატოვების შესაძლებლობა არ მისცეს და დროებითი ცეცხლის შეწყვეტა მხოლოდ საკუთარი გამოიყენებს.
ცნობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ 3 მარტს, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციები მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნის მიზნით, ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რუსეთმა შეთანხმება დაარღვია და ქალაქების დაბომბვას გააგრძელა.